მზე ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი და შრომისმოყვარე ქალწულის, მთვარე კი – აქტიური, კომუნიკაბელური, ენერგიული და გონებამახვილი, თუმცა მერყევი და არასტაბილური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

გააქტიურდით, თამამად შეგიძლიათ აიღოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობა და უხელმძღვანელოთ კოლექტიურ პროექტს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების, ლაშქრობისა და მოგზაურობის მოსაწყობად, მოლაპარაკებების გასამართად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ახალი პარტნიორების მოსაძიებლად და ძველ მეგობრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად. ნუ აჰყვებით კოლეგების ფლირტს, რადგან რომანტიკული გრძბობები ხელს შეგიშლიან მუშაობაში. ნაკლებად გამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსუტებულ ბრონქებს და ფილტვებს. გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ ღირს ოპერაციის ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი და გეაცინდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, მოულოდნელი სირთულეები ელით  კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

მსგავსი თემები