LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა-აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს” – დათა თავაძე

722
chavamato

მსახიობი დათა თავაძე ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა-აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს”.

“მთელი გულით ვამაყობ ნინუცას გამბედაობით. ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო. ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა!

ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში! დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა-აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს… გაუგონარია, ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას ამგვარი რეპუტაცია ჰქონდეს, გაუგონარია, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ მოძალადეები”,-წერს დათა თავაძე.

ცნობისთვის, მანამდე ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა საჯაროდ მსახიობმა, თამთა ინაშვილმა გამოუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე თამაშს აღარ აპირებს.

“პროტესტის ნიშნად, მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!” – მსახიობი თამთა ინაშვილი

ამასთან, უკვე ცნობილია რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას პოზიციაც.

სტურუა სოციალურ ქსელში ბესო ზანგურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს!
რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!”-წერს რეჟისორი.

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! დაქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ!

შეგახსენებთ, გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის- ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

თავად ბესო ზანგური ბრალდებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე ტყუის და აღნიშნავს, რომ ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნული განცხადებები 5 ათასი ლარის გამო გააკეთა.

“დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები” – ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე

გამოძიების დაწყებას მიზანშეწონილად არ თვლის ნინუცა მაყაშვილის დედა, თამარ მაყაშვილი.

მან “ფორტუნასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქმე თავის დროზე უნდა აღძრულიყო.

“დაწყება რომ მდომებოდა, 11 წლის წინ დავიწყებდი”,-აღნიშნავს თამარ მაყაშვილი.

თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგურის ბობოქარი პირადი ცხოვრება, ხუთი შვილი და თვითმკვლელობის მცდელობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები