LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა 

301
Untitled design (1)

17 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

ვიდეო: „შესაძლოა, ნივთმტკიცებების დაზიანება კიდევ გაგრძელდეს, მონაცემებზე კვლავ მიუწვდება ხელი, პასუხი უნდა აგოს“ – 12 წლის ანას დედა ბრალდებულ ექსპერტზე

როგორც „ფორტუნას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროკურატურა ექსპერტისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, მოსამართლემ კი ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპერტი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება, იმ დრომდე სანამ, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ცნობისათვის, 17 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი მტკიცებულებების დაზიანებისთვის ჰქონდა წაყენებული.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო, 17 მარტს გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან საღამო საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა ბავშვის ძებნა დაიწყო. არასრულწლოვანი ბოლოს პეტრიწის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში საქანელაზე შენიშნეს. გამთენიისას კი მისი ცხედარი სკვერიდან მოშორებით აღმოაჩინეს. არაოფიციალური ცნობით, ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობოდა.

ამავე თემაზე:

„დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება“ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ 

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი – ეს დანაშაულია – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

„ამას შეეწირება სხვა მრავალი ბავშვიც, როდესაც ასეთი ავადმყოფი დადის ქუჩაში.. პოლიცია იზამს თუ ჩვენ, ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად ვიპოვი და დავსჯი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა

„სავარაუდოდ მამაკაცის ჩადენილია, რადგან მამაკაცის თმა არის აღმოჩენილი…ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიიყენებდა” – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

„6 შეცდომა თუ ერთ ღამეში დაუშვა, მაშინ რა გააკეთა?! სავარაუდოდ, ის ვიღაცას ხელს აფარებდა..“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა 

magti 5g