LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი დეპრესიის შემდეგ, ეს ჩემი პირველი ტექსტია, რომელსაც ხელი მოვკიდე.. დღეს დავასრულებ წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე..“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

192
გვგვ

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის მეშვეობით საზოგადოებას ამცნობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნის წერა დაასრულა.

როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, წიგნი ღირსეული გამოვიდა. მეტიც, შეიძლება საუკეთესოც, რაც პროზაულ ჟანრში შეუქმნია.

„დღეს დავასრულებ წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ხვიჩაზე, ქართულ ფეხბურთზე, საქართველოზე, სამეგრელოზე, ნაკიფუზე. სხვანაირი ნაწარმოები იქნება. კითხვას: ,,კვარაზე წიგნი ჯერ ნაადრევი ხომ არ არის?” – ნამდვილად გააუქმებს. დიდი დეპრესიის შემდეგ, ეს ჩემი პირველი ტექსტია, რომელსაც ხელი მოვკიდე და თავიდან, წინადადების წერისას, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ოზურგეთში ვიჯექი „პისმენი სტოლთან“, დედაჩემი წელში მოხრას მიშლიდა და თან ცალი თვალით მკაცრად უყურებდა, როგორ გამომყავდა ასოები ცალხაზიან რვეულში.

დილის ხუთი საათიდან ვწერდი ვიდრე ცხრამდე – სხვა დროს, ეგრე გამოვიდა, რომ თან ათასი სხვა საქმე მქონდა და თან სრულიად განსხვავებული ხალხის გაუგებარ ლაშქრობებს ვიგერიებდი. მაგრამ იოლი არც არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ვერც ეს საქმე იქნებოდა.

წიგნი კი, ვფიქრობ რომ ღირსეული გამოვიდა. შეიძლება საუკეთესოც, რაც პროზაულ ჟანრში შემიქმნია. ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვა და მაშინ უკვე თქვენს აზრსაც მოვისმენ. მე კი ხვალიდან სხვა ჩანაფიქრს ვუბრუნდები – დეპრესიულ და ობსესიურ ადამიანზე რომანის წერას ვიწყებ.

„ხვიჩა. ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“, – წერს გიორგი კეკელიძე.

„ხვიჩას ბებია ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო – ერთხელ ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე“: გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g