LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისის შესასვლელთან კვლავ დაძაბულობაა – მოქალაქეების ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ადამიანს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა

56
დაპირისპირება დმანისში

ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეების ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, მათ შორის, ძალოვან უწყებას მუნიციპალიტეტისკენ მიმავალი გზა პოლიციის ავტობუსით აქვს გადაკეტილი.

ვიდეო: ცოტა ხნის წინ დმანისში ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ნაწილმა გზის გადაკეტვის გამო, საკუთარი მანქანები ადგილზე დატოვეს და ამ დროისთვის დმანისისკენ ფეხით მიემართებიან.

აზერბაიჯანელები, ქართველები, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან… ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში: ვახტანგ გომელაური

“ლუდი უნდოდათ „ნისიად“, ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი” – დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები