დმანისში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.
ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დმანისიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით პოლიციას სამანქანო გზა აქვს გადაკეტილი. გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს მთელ მუნიციპალიტეტში.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არაადგილობრივ პირებს მუნიციპალიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რათა არსებული დაძაბულობა კიდევ არ გამწვავდეს.