LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა

425
Untitled design - 2022-03-07T120137.030

რუსული კრიტიკული ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

ტელეარხმა მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა – პუტინის რეჟიმის გადაწყვეტილებით, მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება.

„ორი არჩევანი გვქონდა – ან დავხურულიყავით, რადგან სიმართლეს ვერ ვამბობდით, ან გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტყუილები გვეთქვა.

ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს”, – თქვა კოტრიკაძემ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართულ მედიასთან.

რუსეთ-უკრაინის ომზე მუდმივად განახლებულ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე

mazda magti 5g