LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობრივი მცდელობა, მოქალაქეები ეპიდემიის მიმართ პასუხისმგებელი გახადო, აუცილებლად ცუდად დამთავრდება – ინტერვიუ ზურაბ გურულთან

1833
guruli-newssss29-2020-04-29-08-29-24-975946

„მოდი აქციაზე“ – მოწოდებამ, რომელიც პანდემიამდელ საქართველოში უწყინარ ლაიტმოტივად გასდევდა საპროტესტო გამოსვლებს, ახლა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საფრთხის და შიშის ფორმა მიიღო. ხელისუფლებისთვის კი იქცა თავსატეხად და ათქმევინა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი გადასახედია.

დაკარგა თუ არა ხელისუფლებამ კონტროლი პანდემიის მართვაზე,  როგორი სცენარით უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას  პროტესტის და ვირუსის ახალი ტალღების ფონზე, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე, რომელიც შეიძლება მივიღოთ და არსებობს თუ არა გამოსავალი – “ფორტუნასთან” ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული საუბრობს.

ბატონო ზურაბ, 8 ნოემბერს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს. არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, უკვე კეთდება ნეგატიური პროგნოზები. როგორ ფიქრობთ, რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელსაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს საკუთარი ჯანდაცვის სისტემის მწირ შესაძლებლობებზე, არაფრით არ დაუშვებდა არჩევნების ჩატარებას გაგანია პანდემიის დროს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა; უფრო მეტიც, მთავრობამ თავად მისცა ოპოზიციას მაგალითი აგრესიული წინასაარჩევნო ღონისძიებების ფართო მასშტაბით საწარმოებლად. შესაბამისად, დღევანდელი აპელირება მიტინგით შექმნილ საშიშროებაზე სერიოზულად არ იქნება აღქმული; უფრო მეტიც, სრულიად ლოგიკურად, მიჩნეული იქნება ამომრჩეველთა ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ნების ჩახშობად.

მთავრობას აქვს საშუალებაც და მოვალეობაც, გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯი, დაეთანხმოს ოპოზიციის მოთხოვნებს და შეაჩეროს მიტინგების კასკადი ქვეყანაში, ან გამოიყენოს უხეში ძალა და კომენდანტის საათი შემოიღოს. ცხადია, დიდი ალბათობით სწორედ უკანასკნელი გზა იქნება გამოყენებული. არც მორალურად და არც პოლიტიკურად ეს მეთოდი არ იქნება გამართლებული, რადგან არავის შეუძლია ზუსტად შეადაროს პანდემიით მიყენებული ობიექტური მსხვერპლისა და მთავრობის უპასუხისმგებლობითა და არაკომპეტენტურობით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობები.

ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციის ლიდერები გამოიჩენენ სამოქალაქო შეგნებას და თავად მისცემენ მაგალითს შეკრებილ მომიტინგეებს უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დასაცავად. ყველას უნდა ჰქონდეს ნიღაბი და შეძლებისდაგვარად დაიცვას დისტანცია.

 

ოფიციალურად დასტურდება, რომ აშშ-ში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებმა საგრძნობლად გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. გააძლიერა თუ არა შტატებმა ამ დროს უსაფრთხოების ზომები და იყო თუ არა ეს ეფექტიანი?

მონაცემებით ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს. ამერიკაში ამჟამად სტაბილური ვითარებაა. დიახ, შემთხვევების გაზრდა ლოგიკურად თან სდევს ადამიანთა დიდი რაოდენობით შეკრებებს. პრაქტიკულად, ყველა შტატში სავალდებულოა ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა. არცერთი ბიზნესის არ ფუნქციონირებს უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის გარეშე. ზომების ეფექტურობა, ცხადია, ადამიანთა თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. შეუძლებელია ყველას მიადევნოს თვალი სამართალდამცავმა ორგანოებმა. საკმარისი კი არის იმდენად, რამდენადაც გადაჭარბებული სიმკაცრე აუცილებლად მიიღებს გადაჭარბებულ აგრესიას მოსახლეობის მხრიდან და ამიტომ ფრთხილი, გონივრული ბალანსის დაცვაა საჭირო. ამერიკა ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს და მიუხედავად შემთხვევების მატებისა, არსად არ არის კრიზისული სიტუაცია ჯანდაცვის სფეროში. კლინიკები თავისუფლად უმკლავდებიან გამოწვევას.

რა დამატებით ზომებს შეიძლება მიმართოს საქართველოში ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სექტორმა, რომ შედეგები იყოს ნაკლებ უმტკივნეულო?

ხელისუფლებამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა დღევანდელ ქაოსზე როგორც ჯანდაცვის სფეროში, ასევე პოლიტიკაში. ძალადობრივი მცდელობა, რომ მოქალაქეები ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების მიმართ პასუხისმგებელი გახადო, აუცილებლად ცუდად დამთავრდება. პანდემია მარტო დაავადებულებს არ კლავს;  იგი ანადგურებს ჯანმრთელებსაც ეკონომიკის ჩამოქცევის გზით; ამიტომ, მის მართვას კომპლექსური აზროვნება და მოქმედება სჭირდება.  ჯანდაცვის სექტორი თავისთავად პოლიტიკური კონიუნქტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და რაც დღეს იქ ხდება, სრულიად ლოგიკურია. სამთავრობო პოლიტიკურმა კრიზისმა იქაც ჰპოვა თავისი ასახვა. იგივეს ვურჩევდი მათაც, დროა დაუთმონ ადგილი ახალ ძალებს.

იქნება თუ არა ოპოზიციის ლიდერების პასუხისმგებლობა, თუ საპროტესტო აქციები ერთიორად გაზრდის ინფიცირებულთა რაოდენობრივ მაჩვენებელს?

არა. ოპოზიცია არ მართავს ქვეყანას; მართავს მთავრობა. მათ შეიძლება დააკისრო გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად და უპირობოდ ენიჭება მმართველ ძალას. ასეთია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.

აქციაზე ნორმების დაცვისკენ მოგიწოდებთ, ხელისუფლებამ კი სათანადო გარემო უნდა შექმნას: აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი

 

როგორ ფიქრობთ, დაკარგა თუ არა ხელისუფლებამ კონტროლი ეპიდსიტუაციის მართვაზე? რა შეზღუდვების გატარება შეიძლებოდა ამ დრომდე, ან შესაძლებელია თუ არა ახლა?

ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო, მომზადებულიყო ქვეყანაში პანდემიის რეალური შემოსვლისათვის, მაგრამ მათ ყალბი თვითტკბობა ირჩიეს იმ იმედით, რომ შემოდგომაზე ვაქცინა მოუსწრებდა მსოფლიოს, ან ვირუსი თავისთავად გაქრებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ჯანდაცვის სექტორი მოუმზადებელი აღმოჩნდა გამოწვევისათვის. აპელირება იმაზე, რომ სხვა ქვეყნებსაც ჰქონდათ პრობლემები, უსაფუძვლოა, რადგან ის სხვა ქვეყნები მაშინ პირველად შეეჯახნენ პრობლემას და გზადაგზა სწავლობდნენ, ჩვენ შეგვეძლო მათი გამოცდილების გამოყენება და სხვის შეცდომებზე სწავლა.

შეზღუდვები უნდა ყოფილიყო გონივრული, ლოგიკური და დინამიური; გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ეკონომიკური სიდუხჭირით გაღიზიანებული მასის ინტერესები და მოთხოვნებიც, რომ მათი ლოგიკური პროტესტი ეპიდემიოლოგიურ აუცილებლობებს არ დაპირისპირებოდა; მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ვიმეორებ, პანდემია რთული პოლიტიკური პროცესია და მის მართვას კომპლექსური აზროვნება სჭირდება.

 

“წერილები არ წყდება… არ მიეცეთ სასოწარკვეთას” – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კოვიდის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაწვდით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g