LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან პოზიტიური დღე ზუგდიდში.. აგრძელებს საქმეებს, რაც დაიწყო წლების წინ“ – რას წერენ სანდრა რულოვსზე

118
სანდრა

საქართველოს ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი აგრძელებს საქმიანობას, რომელიც წლების წინ დაიწყო. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მაია კალანდია წერს.

„ძალიან პოზიტიური დღე ზუგდიდში. კონცერტი ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში. უზომოდ მადლიერი მშობლები და სიხარულით სავსე ბავშვები. ეს უნდა ნახო და უნდა განიცადო, სხვანაირად ვერ ახსნი, ვერ აღწერ.

ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი აგრძელებს საქმეებს, რაც დაიწყო წლების წინ და რაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო და იქნება ადამიანებისთვის, ყოველთვის და ყველგან.“ – წერს მაია კალანდია.

სტატუსი სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსმაც გააზიარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები