ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია „ფორტუნას“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.
შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.