თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.
„ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 500-ს აჭარბებს.
თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად.
სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც.
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
ერდოღანი თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე: ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით
ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება