ძლივს ჩავატიე ჩოხა, – გივიკო დიდია სოციალურ ქსელში უსაყვარლესი ძმისშვილის ფოტოებს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გისურვებთ თავისუფლებას. გისურვებთ უკეთეს სამსახურს იმათ, ვინც მის შეცვლაზე ფიქრობთ.
გისურვებთ შვილს, ვისაც გინდათ და ჯერ არ გყავთ. გისურვებთ საყვარელ ადამიანს, თუ ჯერაც ვერ იპოვეთ ის.
გისურვებთ შინაურ ცხოველს, თუ გინდათ რომ მარტო არ იგრძნოთ თავი საღამოობით.
გისურვებთ მიზნების მიღწევას.
გისურვებთ კეთილი და ლამაზი სურვილების ასრულებას.
გისურვებთ სიხარული უფრო მეტი იყოს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე მწუხარება.
გისურვებთ დაგიფასდეთ ყველაფერი, რასაც კი სხვებისთვის აკეთებთ.
გისურვებთ მაქსიმალურად გამოგეყენებინოთ ის დრო, რომელიც გაქვთ,
რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ.
გისურვებთ სიყვარულს და რა თქმა უნდა, გისურვებთ პრობლემების გარეშე ცხოვრებას და მომავალი დღეები ისეთი საოცარი იყოს, რომ მისი დასრულება დაგენანოთ…
პ.ს მიხარიხართ. მადლობა, რომ ხართ. არასდროს დამენანება რომ გითხრათ ყოველ დღე თბილი სიტყვები . სიტყვას დიდი ძალა აქვს“, – წერს გივიკო დიდია.
გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება