LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანი, სტინგი და სხვა მუსიკოსები Brexit-ის წინააღმდეგ გამოვიდნენ

114

ბრიტანელი მუსიკოსები Brexit-ის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მათ ქვეყნის პრემიერმინისტრს ტერეზა მეის საკმაოდ “გაბრაზებული” ღია წერილი გაუგზავნეს, სადაც წერენ, რომ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლა ქვეყნის კულტურულ გავლენას აუნაზღაურებელ ზარალს მიაყენებს. ამ სექტორში ყოველწლიურად 4.4. მილიარდი ფუნტი ტრიალებს.

წერილის ავტორი ირლანდიელი მუსიკოსი ბობ გელდოფია. მას ხელი ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა მოაწერეს, როგორებიც არიან ედ შირანი, სტინგი, რიტა ორა, დეიმონ ალბარნი, როჯერ ტეილორი და სხვები.

მომღერლების განმარტებით, ბრიტანული კულტურის წარმომადგენლები ევროპაში ყველაზე მოთხოვნადები არიან, “რადგან ისინი ამ საქმეში საუკეთესოები არიან”.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად 29 მარტს დატოვებს.