LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბალანჩივაძე: „ხანდახან მგონია, ჩემს ქმარს უნდა, რომ მახინჯი და ბებერი ვიყო…“

343
eka balanchivadze

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის მეუღლეა. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, მეუღლე, რომელიც პლასტიკური ქირურგია, საშინელებაა:

„იმასაც გააჩნია, შენი ქმარი როგორი ტიპია. როგორი ხასიათის. კოტეს, როგორც პლასტიკური ქირურგის, ცოლობა ძალიან რთულია. მე რომ რამე მინდა, დამანებე თავიო, მპასუხობს და სხვას უამრავ რჩევას აძლევს, რა და როგორ მოუხდება. ერთი პერიოდი ეჭვები მქონდა, ამას უნდა, რომ მე დავმახინჯდე და აღარავინ შემომხედოს-მეთქი (იცინის).

ეკა ბალანჩივაძე: „მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს, თუმცა რთულია…“

ერთადერთი, ბოტოქსზე მთანხმდება, ისიც მაშინ, საოცრებებს რომ ჩავიდენ და ლამის ტირილს ვიწყებ (იცინის). კოტემდე როგორ ვუვლიდი ჩემს თავს და რასაც ვიკეთებდი, ახლა იმის მეოთხედს აღარ ვიკეთებ. მხოლოდ ბოტოქსი დამრჩა (იცინის). ცხვირის ოპერაციაზე გავიპარე და ისე გავიკეთე. ძალიან რთულია, როცა იცი, შენს ქმარს პროფესია აქვს და შეგიძლია, ყოველდღე იარო მასთან და რაღაც გაიკეთო. ასე რომ, არავის შურდეს, კოტე საერთოდ არაფერს მიკეთებს, ალბათ, ზუსტად იმიტომ, რომ ზომიერების ფარგლები არ დავარღვიო, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ უნდა, მახინჯი და ბებერი ვიყო (იცინის).

“რა როლი აქვს ქმარს ტიკტოკზე?! თუ არ გყვება, კადრში მაინც უნდა გამოიჭირო!” – ეკა ბალანჩივაძე სახალისო ვიდეოს ავრცელებს

„პირველი ვიდეო​…გაგვათვიცნობიერეთ რა“ – კოტე მათითაშვილი და ეკა ბალანჩივაძე TikTok-ზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები