ბლოგერი კოკი ფერაზი ფანგანი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი დუეტში მღერიან. დედა-შვილი რევაზ ლაღიძის ლეგენდარულ სიმღერას, „გულს რად მიკლავ“ ასრულებენ.
რეპეტიციის სცენის კადრებიდან, დიდ ეკრანზე ჩანს ნაწყვეტი შოთა მანაგაძის კინოკლასიკიდან „საბუდარელი ჭაბუკი“, სადაც მთავარ როლს, იმედა კახიანი ასრულებს. სავარაუდოდ, ნომერიც სწორედ მის სპატივცემულოდ იქმნება. სიმღერა „გულს რად მიკლავ“, 1957 წელს გამოვიდა და ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“ ჟღერს, რომელიც 1958 წელს არის გადაღებული.
„ულამაზესი დედა-შვილი, თუ უფრო დები“ – ეკა კახიანისა და ნინი ბადურაშვილის ფოტოსესია