LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ტიკარაძეს არასოდეს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება: კახა კუჭავა

70
kaxa-kuchava

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება.

კახა კუჭავას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

“გუშინ ბრიფინგს ყველამ მოუსმინეთ და ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. იშვიათად, ხშირად, როდესაც სხვადასხვა ფორმატებში ვიკრიბებიდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. გადადგომებზე არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის შესახებ, ყოველდღე მიდის ჭორაობა. ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ფაქტი ხდება, შემდეგ ამას ვამბობთ. სამი წელია, ეს ადამიანი იყო ჯანდაცვის მინისტრი. სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებენ“, – განაცხადა კუჭავამ.

გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. რადგან პარლამენტში დამტკიცება არ სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ ამ კონსულტაციებში პარლამენტის მხრიდან მონაწილეობას არ ვაპირებთ. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შირის, მსოფლიო გამოწვევა, რომელსაც პანდემია ჰქვია და საქართველომაც ამ კუთხით განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები. იყო ბევრი კმაყოფილი და ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ამიტომ, თვითონ საზოგადოება შეაფასებს. ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები