LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის “ტყვეობაშია”, დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა: კოვზანაძე

51
ირაკლი კოვზანაძე

“ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები და აქედან გამომდინარე შედეგები დამაიმედებელია. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის “ტყვეობაშია” და დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა.” – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოყოფილი თითოეული თეთრის რაციონალური ხარჯვა, რასაც ხელისუფლება აუცილებლად გააკონტროლებს.

მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის დაგეგმილზე მაღალი ტემპით ზრდამ მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს მისცა შესაძლებლობა, გადაეხედა 2021 წლის ბიუჯეტისათვის და წარმოედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.

კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, დინამიური ზრდა გაგრძელდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ბიუჯეტის რამდენიმე პარამეტრზე გაამახვილა:

“1.1 მლრდ ლარით (ანუ 6.1%-ით) იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი და 19.5 მლრდ ლარს აღწევს. კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ. ლარი, მოდის COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე. სულ, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის ბიუჯეტში 6 მლრდ. 93 მლნ. ლარია გათვალისწინებული. სწორედ, ასეთ მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს მთავრობა მხოლოდ ამ მიმართულებებით.” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დეპუტატებს მოუწოდა, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები