LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრი: მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს

245
samgzavro-mtavari

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზება არ იგეგმება.

„პირდაპირ გეტყვით, რომ მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს. მსგავსი რამ არ განიხილება. ფინანსთა მინისტრის მხრიდან საუბარი იყო რესტრუქტურიზაციის რეფორმაზე, რომელიც უნდა გატარდეს რკინიგზასთან მიმართებაში, რასაც ითვალისწინებს ევროპული მოდელი, როდესაც ინფრასტრუქტურა ცალკეა გამოყოფილი და სერვისები ცალკე. სწორედ ამაზე იყო საუბარი“, – აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე – „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა იფიქროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები