LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გამართა

114
ნათია

საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის (ERP) ფარგლებში მომზადებული ინფორმაცია პირველად წარადგინა.

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მისიამ, პროგრამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთან და ეროვნული ბანკის  სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა მიმოიხილეს და ევროკავშირის პრაქტიკებთან დაახლოების მიმართულებით ფინანსურ სტაბილურობასა და საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

მონეტარული პოლიტიკის კუთხით ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის ჩარჩოზე, რომელიც ფოკუსირებულია ინფლაციის თარგეთირებაზე მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში.