,,ოსკარის” რიგით 93-ე ცერემონიაზე წლის კიდევ ერთი ნომინანტი, 30 წლის მარგო რობი ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა. წინა წლის მსგავსად, რობიმ ამჯერადაც არჩევანი ,,შანელის” კაბაზე გააკეთა. თუ გასულ წელს, ჭარბობდა მუქი ფერები, წელს მარგო ულამაზეს, ძალიან სადა, ყვავილებიან კაბაში იწონებდა თავს.
წლევანდელი წლის ნომინანტი, მარგო რობი ტრადიციისამებრ წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთი ყველაზე მბზინავი და გამორჩეული იყო.