ელენე ფოჩხუა ჟურნალ „გზასთან“ იმის შესახებ საუბრობს, რამდენ რამეს მოასწრებდა, მისი სტუდენტობის დროს მუშაობის საშუალება რომ ჰქონოდა:
„ახალი თაობა სტუდენტობიდან ბევრს შრომობს და ჩვენთან შედარებით, გაცილებით დამოუკიდებელია. ადრე სულ სხვა მენტალიტეტით ვიზრდებოდით. ჩემს სტუდენტობაში ამდენი ბარი, კლუბი და რესტორანი არ არსებობდა. თანაც, მაშინ ახალგაზრდა ქალი რესტორანში ან ბარში თუ იმღერებდი, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. ვფიქრობ, ამ მენტალიტეტმა ბევრ ახალგაზრდას მომავალი დაუზიანა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ქალი მტკიცედ უნდა იდგეს ფეხზე და იმის მოლოდინში, რომ მილიონერი საქმრო გამოუჩნდება, წლები არ უნდა დაკარგოს. ქალმა უნდა იმუშაოს, რეალიზებული იყოს. იმას კი არ ვამბობ, რომ შვილებს და ოჯახს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს…“