LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანა შურისძიება და შერჩევითი უკანონობაა

117
ელენე-ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ ეს პრივილეგია არაა, არამედ პირიქით – ხოშტარიას შეფასებით, მისი არ გადაყვანა არის შერჩევითი უკანონობა და შურისძიება.

„კარგად მახსოვს პარლამენტში ციხეების მინისტრი თავს რომ იქებდა, სამოქალაქო კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მექანიზმი ავაწყვეთო და სტატისტიკა მოყავდა რამდენი გადაყავდათ ციხიდან. ნახეთ რა ჰუმანურები ვართო.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არანაირი პრივილეგია არაა, პირიქით არგადაყვანა არის შერჩევითი უკანონობა და შურისძიება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ეს სირცხვილი დარჩება ქვეყანას ლაქად!“- წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები