LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: რასაც ვუყურებ, მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“, თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა

231
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (9)

მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“, თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა – არ მჯერა, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, „ქოლ – ცენტრები” ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა და „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი იცოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია – რას აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

როგორც მან აღნიშნა, ბევრი კითხვაა და საგამოძიებო კომისიის შექმნას სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს, რომ პასუხები მიეღო.

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში.. ვეუბნები მათ, ვინც ცდილობს შებღალოს ჩემი რეპუტაცია – გიორგი ვაშაძე

„თუ მართლები არიან რატომ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის? ეს დეზინფორმაციები ჩვენ არ შეგვაშინებს, პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იყოს ბოლომდე მიყვანილი“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

„რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“, თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა. მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ.

ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? – შს მინისტრი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე

ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები“ ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი იცოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი ვაშაძის ძმა: თუ ჩემგან რამე ინფორმაციაა საჭირო, ღია ვარ.. ჩემი დამოკიდებულება „ქოლ-ცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური

პაატა მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა დალუქულ ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g