ლონდონში მერი პოპინსის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის „მერი პოპინსის დაბრუნება“ პრემიერა შედგა. მასშტაბურ კინოჩვენებაზე ფილმში მონაწილე მსახიობებმა მოიყარეს თავი. მათ შორის იყვნენ ემილი ბლანტი, მერილ სტრიპი და კოლინ ფერტი. მერი პოპინსის როლის შემსრულებელი, ემილი ბლატნი ბრწყინავდა „სკიაპარელის“ ლურჯი ფერის ატლასის კაბაში. მერი სტრიპი კი, „ელი სააბის“ შავ-თეთრ ანსამბლში იყო გამოწყობილი. პრემიერაზე სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ ლურჯ ხალიჩაზე უმასპინძლეს. კინოთეატრის წინ კი, პავილიონი ზუსტად ისე მოეწყო, როგორც თავად ზღაპარშია.

მიუხედავად იმისია, რომ ფილმი ეკრანებზე ახლა გამოდის, ემილი ბლანტმა უკვე მოასწრო კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებების მიღება. ის მერი პოპინსის როლით „ოქროს გლობუსსა“ და ამერიკის კინოკრიტიკოსთა გილდიის ჯილდოზე არის წარდგენილი.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები