LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექთნები დღეიდან გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ

1020
Untitled design

დღეიდან სახელმწიფო კლინიკების სამედიცინო პერსონალის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება იზრდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ანაზღაურების ოდენობა სხვადასხვა პოზიციისთვის სხვადასხვა იქნება.

მისივე თქმით, დღეიდან ექთნები გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ:

“ჩვენს მართვაში მყოფ კლინიკებსა და ამბულატორიებში 1 აგვისტოდან მინიმალური ანაზღაურების გადავრცობა მოხდა (მანამდე 2 თვით ადრე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა ხელფასების გაზრდა, უფრო სწორად კლინიკებში მოხდა მინიმალური სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის).

რაც შეეხება ჩვენს მართვაში არსებულ ამბულატორიებს, ეს არის 17 ამბულატორია ქვეყნის მასშტაბით, მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურებები, მაგალითისთვის, საშუალო ანაზღაურება, 1 000 ადამიანს შეეხება და არის 50%-ის ფარგლებში, მაგრამ ცალკე აღებული სხვადასხვა პოზიციებისთვის არის სხვადასხვა, მაგალითად, ექთნების შემთხვევაში, ეს არის 100%-ით გაზრდილი ანუ გაორმაგებულია მათი ანაზღაურება და დღეიდან უკვე ისინი მიიღებენ ამ გაზრდილ ანაზღაურებას”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პოპულალურები