LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური წიგნები და პერიოდიკა გადაეცა

114
BeFunky-collage (9)

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური ქართული ძველნაბეჭდი გამოცემები, მათ შორის ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემა, ასევე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ჟურნალები – გადაეცა.
უნიკალური გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ გადასცა, რომელსაც, თავის მხრივ, ეს უიშვიათესი ბიბლიოგრაფია კერძო პირმა საკუთარი კოლექციიდან ჩააბარა.
უნიკალურ გამოცემებს უახლოეს მომავალში ჩაუტარდება რესტავრაცია და ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაიდებს ბინას.
ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადმოცემა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის, სიმონ ნოზაძის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, რისთვისაც ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის მას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები