LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილია თოფურიამ საჩემპიონო ჰონორარით სოლიდური სიმსივნის დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა“ – UFC-ის ჩემპიონი ბერია ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა

361
ილია თოფურია

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოს გუშინ ეწვია, დღეს ბერია ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს ესტუმრა.

ვიდეო: ილია თოფურია სამშობლოშია – რა კადრებს უზიარებს ჩემპიონი თავის მილიონობით გამომწერს „ინსტაგრამზე“

ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ილია თოფურიას ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადასცეს.

„ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა“ – რას წერს ბერი ანდრიას ფონდი ილიაზე

„დღეს UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით.

მიხარია, რომ ამ ელჩის ტიტულს მეც ვატარებ რამდენიმე თვეა. ილია შესანიშნავი სპორტსმენი და მოქალაქეა. მან საკუთარი საჩემპიონო ჰონორარით სოლიდური სიმსივნის დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი Ilia Topuria ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation – ის ბენეფიციარებს ესტუმრა…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on სამშაბათი, 19 მარტი, 2024

ცნობისათვის, ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.

ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა“ – ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას შეხვდა

ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა და საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

სამშობლოში დაბრუნებული ილია თოფურია: „ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი.. ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ“

ვიდეო: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი ძმა ქამარს ჩამოიტანდა სამშობლოში..“ – ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები