სოციალურ ქსელში დენდროლოგიურ პარკში გადაღებული ფოტო ვრცელდება, რომელშიც დანაგვიანებული გარემოა ასახული.

“ამ ერს რაზე აქვს პრეტენზია?”, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ პარკში შესვლა ფასიანი უნდა გახდეს, რომ შემდეგში მსგავსი სახის სურათი არ მივიღოთ. მეორე ნაწილი კი წერს, რომ სწორედ პარკის ადმინისტრაციამ კონტროლი უნდა გაამკაცროს და უზრუნველყოს მეტი სანაგვე ყუთები პარკის ტერიტორიაზე.

დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

დენდროლოგიური პარკი

Posted by გადარეული გურული on შაბათი, 01 აგვისტო, 2020

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05