LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთხელ ქვითინებდა…საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, არასაჭიროს, მიტოვებულს, დავიწყებულ საკუთარ თავს” – გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი დედაზე

2020
dsdsds

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ ტელეეკრანს დაუბრუნდა.

პირველივე გადაცემაში გაბუნიამ დედას ემოციური მონოლოგი მიუძღვნა.

ჟურნალისტი დასაწყისში აღნიშნავს, რომ დედას ყველაზე მეტად ყვავილები უყვარდა. მათი სახლის აივანზე ყოველთვის ყვაოდა თეთრი ვარდები.

ამასთან, გაბუნია ყვება, რომ ჯულიეტამ დიდი ტრაგედია გადაიტანა, როცა მას 1 თვის შვილი ფილტვების ანთებით დაეღუპა.

“ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დაცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება,”-ამბობს გიორგი.

 

ჟურნალისტი ასევე ყვება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამ მის მშობლებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

“2004 წელს დედას უთხრეს, რომ მისი ადგილი ტელევიზიაში აღარ იყო და მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, შეგრძნებით, რომ არავის სჭირდებოდნენ. კი იმ დროს, დედაჩემი კალენდარული ასაკით საპენსიო ასაკში იყო. იმ მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი ნგრევა, როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკურად.

მარტივად არ დაუყრია ფარ-ხმალი, იჩივლა კიდეც. დედაჩემს ყავდა ადვოკატი, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო დარჩა, მოიშორა ადვოკატი, შეისწავლა კანონები და თვითონ მიჰყავდა საქმე სასამართლოში.

რაც მთავარია, მამაჩემის საქმე მოიგო. მოსამართლე იძულებული გახადა მამაჩემი თანამდებობაზე აღედგინათ, თუმცა “პირველმა არხმა” გაასაჩივრა ეს.

როდესაც ეს ბრძოლაც დასრულდა, დედას მომავალი გაუქრა. აქ უკვე მიხვდა, რომ ის აღარსდროს დაბრუნდებოდა საყვარელ ტელევიზიაში, სადაც 50 წელი გაატარა. ნელ-ნელა იკეტებოდა გარესამყაროსთან. იშვიათად გადიოდა სახლიდან, უარს ამბობდა ინტერვიუებზე, იმიტომ რომ ამჩნევდა მის უბერებელ სახესაც შეემატა მძიმე და უსამართლო განცდების კვალი.

ზედმეტად თავმოყვარე ადამიანიც კი იყო. ამ დროს მისმა თვალებმა დაიწყო დასუსტება. დედა ყოველთვის ამაყობდა, თავისი მხედველობით.

კატარაქტის განვითარება დაეწყო, თვალებზე გადაკრული ბინდი ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო. რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ექიმთან ცოცხალი თავით არ წამომყვა. ჯიუტი იყო, მას საშინლად ეშინოდა ავადმყოფობის და სიკვდილის. ამ დროს მხედველობის დასუსტებამ მოიტანა ის, რომ წესიერად ვეღარ ხედავდა, ეშინოდა რამეს ფეხს წამოკრავდა და კიდევ უფრო ჩაიკეტა სახლში.

არ მახსოვს რომელი წელი იყო, ოჯახი რაჭაში იყო დასასვენებლად, მაგრამ როცა დაბრუნდა, შევამჩნე მარჯვენა ხელი უკანკალებდა.

ამტკიცებდა არაფერი მჭირსო. ამ დროს მე თვითონ ვიყავი რუსთავი 2-ზე წამყვანი, ბევრი რამ მოსწონდა, მაგრამ ბევრი მიუღებელი იყო და სასტიკად ვჩხუბობდით. თვეებიც გადიოდა ისე, ერთად ვცხოვრობდით და საერთოდ არ ვლაპარაკობდით.

ერთხელ მახსოვს, ღამე ქვითინი მომესმა. არ მიკითხავს, ვიცოდი რაც აწუხებდა, საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, მიტოვებულს, არასაჭიროს და დავიწყებულ საკუთარ თავს.

ამის მერე იყო ზუსტად, რამდენიმე დღეში მითხრა, გიორგი მე მალე მოვკვდები და არ მინდა ისე წავიდე არ ვლაპარაკობდეთო. მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია. მას შემდეგ მამაჩემის გადარჩენაც კი მოასწრო.

კიდურებიც დაუსუსტდა, მხედველობა დაუქვეითდა. ერთ დღეს შეამჩნია მამაჩემს ისეთი სახე არ ჰქონდა და მითხრა ყურადღება მიაქციეო. საბოლოოდ მამაჩემს მწვავე ინფაქტი აღმოაჩნდა და ძლივს გადავარჩინეთ. დედას არ ვეუბნებოდით.

როდესაც მან დააფიქსირა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მისი ქმარი სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, ჩაწვა ლოგინში და მას შემდეგ დახმარების გარეშე არ ამდგარა. ბოლო წლებში მას მამაჩემი და ჩემი და უვლიდნენ.

არავისთან ვამბობდით, ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით. ვისაც ეს გამოცდილი აქვს, იცის როგორი მძიმე შეგრძნებაა, ნელნელა დაავიწყდა კიდეც ვინ ვიყავით. ერთადერთი ვისაც ბოლომდე ეძახდა მამაჩემი იყო, მაგრამ სულ ბოლოს ესეც წაეშალა მეხსიერებიდან.”-ყვება გიორგი გაბუნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები