როგორ ჩავთვლი ან ერეკლეს ან ვახტანგე მეექვსეს დამნაშავეს. აბა რა გვექნა, სისხლისგან დაცლილმა ხალხმა, დასახმარებლად მივმართეთ რუსეთს, – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“ერთმორწმუნე რუსეთს უკრაინელი ბავშვების დასაბომბად ტერორისტები ჩამოჰყავს, რა ერთმორწმუნეობასა და ქრისტიანობაზეა საუბარი” – დათო ტურაშვილი
დათო ტურაშვილმა რუსი პოლიტიკოსის, ვლადიმერ ჟირინოვსკის საუბარი გაიხსენა, სადაც ჟირინოვსკიმ ქართველებს მიმართა, “თქვენ თვითონ არ გინდოდათ ჩვენი დახმარება” მაშინ როდესაც სინამდვილე, გადაცემაში მონაწილე პირების თქმით სხვანაირი იყო.
როგორც ტურაშვილმა თქვა, ქართველები რუსებს დახმარებას სთხოვდნენ და არა დაპყრობას.
“რუსებს მივმართეთ დახმარებისთვის, მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და არა დაპყრობისთვის” – თქვა ტურაშვილმა.
დათო ტურაშვილის თქმით, ის ახლაც ამართლებს ერეკლე მეორის გადაწყვეტილებას.
“რას წარმოიდგენდი, რომ ეს ერთმორწმუნე რუსეთი უკრაინელი ბავშვების ყელის გამოსაჭრელად მტერს ჩამოიყვანდა სირიიდან” – აღნიშნა ტურაშვილმა.