LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეს ადამიანი ,,კატლეტისა” და წიწიბურას ჭამისთვის დააკავეს” – ნიკა მელია

270
20914431-2014772532090901-397170667343136641-n

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპრავას საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ნიკა მელია განმარტავს, რომ კუპრავას ის სიტყვები, რაც ვიდეომიმართვაშია, დარბაზში არ უთქვამს, არამედ ბუფეტში ყოფნისას თქვა. 

სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო

ზვიად კუპრავა სასამართლოს ბუფეტში მიირთმევდა კატლეტს და წიწიბურას, მივიდა პოლიცია და ამოდიო უთხრა. დაუწყეს ჯაჯგური და მან უპასუხა, რომ მკიდია მოსამართლე, დავამთავრებ საჭმელს და ამოვალო. ამის გამო ხუთი თვეა, კუპრავა ციხეშია ხალხნო, უპრეცედენტო საქმეა. მას ეს არ უთქვამს დარბაზში, თქვა ბუფეტში და მოსამართლის უხეშად მოხსენიების გამო ადამიანს იჭერენ”, – აცხადებს მელია.

მისი თქმით, კუპრავას საქმე ამტკიცებს, რომ მართლმსაჯულება არ არსებობს.

“ყველაფერი ერთმა ადამიანმა ჩაიგდო  ხელში, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს. მგონი, ვალდებულებიც ვართ, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით თავი დავიცვათ. კაცს იჭერენ წიწიბურას და კატლეტის ჭამის გამო, ამას ვერ შევეგუებით. ხმა ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ, მივმართავ არასამთავრობოებსაც. დაველოდოთ გადაწყვეტილებას და მერე შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ, რა ვიღონოთ,“– აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები