LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ ყოფილა პოლიტიკური „შატალო” – არჩილ თალაკვაძემ აღიარა, რომ კომოს ტბაზე ნამდვილად იმყოფებოდა

633
აჩო

პარლამენტის თავმჯდომარემ სამდღიანი უარყოფის შემდეგ აღიარა, რომ ის კომოს ტბაზე ნამდვილად გაფრინდა, თუმცა მედიას ისევ აკრიტიკებს, ამჯერად უკვე გაუგებარია, რატომ.

მანამდე თალაკვაძე “მთავარ არხს” და “ფორმულას” დეზინფორმაციაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ არსად წასულა. მას შემდეგ რაც “მთავარმა არხმა” პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოები გაავრცელა, ის იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ მოიტყუა.

გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი შეხედეთ არ აინტერესებს სხვა არაფერი – ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედში“ განაცხადა. 

ფოტოები, სადაც ჩანს, რომ არჩილ თალაკვაძე მილანში ნამდვილად გაფრინდა (ფოტოები)

რჩილ თალაკვაძე და კახა კალაძე კომოს ტბაზე  მეგობრის -  გიორგი ბარმენაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ ჩასულები

თალაკვაძე ამბობს, რომ იტალიაში ნამდვილად გაფრინდა, თუმცა მანამდე ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს “ფეიკნიუსებს” უწოდებს.

“ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებდა. არჩილ თალაკვაძემ მეორე დღეს თავისი ოფისიდან ვიდეო ჩაწერა და ამ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა. მისი ფოტოების გავრცელების შემდეგ კი, მან აღიარა, რომ იტალიაში ნამდვილად გაფრინდა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები