LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის არასამთავრობო სექტორის მედია კასტრაცია – ნიკა გვარამია მარეგულირებლის მიერ ჯარიმის დაკისრებას ეხმაურება

71
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, “მთავარი არხის” 111 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, “მთავარი არხი” ჯარიმას არ გადაიხდის და გაასაჩივრებს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონოა და ის “ივანიშვილის პირადმა ცენზორებმა” მიიღეს. მისივე თქმით, ხვალიდან, “მთავარი არხის” ეთერში გავა კლიპი მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლებზე, სახელწოდებით: “იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს”.

ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, ასევე აშშ-ის საელჩოს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს მიმართავს და ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ეს არის არასამთავრობო სექტორის მედია კასტრაცია”- აცხადებს ნიკა გვარამია და ამბობს, რომ ეს პირდაპირი დარტყმაა არასამთავრობო სექტორზე. ის განმარტავს იმასაც, რა პრობლემები შეექმნება ოპოზიციას ასეთი პრეცედენტით:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები