LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული…წავიდა თავის შვილთან, ჩემი დიდი მეგობარი” – ნიკოლოზ წულუკიძე თამარ სხირტლაძეზე

710
BeFunky-collage - 2022-11-23T231753.962

თე­ატრმ­ცოდ­ნე ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე ქართველი მსა­ხი­ობ­ის, თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან ერთად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

“ეს პირველი ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული, თამარას ბოლო დაბადების დღეზე. წავიდა თავის შვილთან…ბრწყინვალე არტისტი და ჩემი დიდი მეგობარი”, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა.

თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი იყო, მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: “კაცია-ადამიანი?!”, “მოძღვარი”, “მეფე ლირი”, “ადამიანთა სევდა”, “ფესვები”, “ლუკას სახარება” და “ნუცას სკოლა”.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა “წლის პერსონის” წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან “ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი”.

“სიცოცხლე საინტერესო რამაა, მუდმივი მოძრაობა კი მას მეტად უხდება. ღმერთს ვუყვარვარ, იცის, რომ ჩემთვის გაჩერება არ შეიძლება და ყოველთვის მაძლევს ასპარეზს”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g