LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ინფორმაცია ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.. შევხედავთ, ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი კიდევ რით იყო დაკავებული ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე“ – პაპუაშვილი სააკაშვილზე

1719
Untitled design (4)

„ფაქტობრივად, რთული იყო წარმოგვედგინა, რა შეიძლება გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა, დაწყებული პერსონალური სამედიცინო მომსახურებით, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის ბიუჯეტიდან გადახდით, რაც რა თქმა უნდა, სამარცხვინო საქციელია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს მიერ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას და აღნიშნა, რომ „საზოგადოება გაიგებს, რასთან ჰქონდა საქმე“.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

„კიდევ დამატებით რა შეიძლება გაგვეგო? ეს ინფორმაცია ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, აქამდე ცნობილი არ იყო, როგორ იყენებდა ის სახელმწიფო თვითმფრინავს, ბიუჯეტის ფულს იმისთვის, რომ პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე თუ ღირსშესანიშნავ ადგილებში.

ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: „რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას“

მდინარაძე: „რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა სააკაშვილი და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს“

როცა ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტები, რომლებშიც ეს მონაცემები, სავარაუდოდ, არის აღწერილი.

შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ გრიფით საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით და საზოგადოება გაიგებს, რასთან ჰქონდა საქმე.

ეს „დემოკრატიის შუქურა“, რომელსაც გარედან პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და ქსელი ცდილობს, რომ რამენაირად ციხიდან გამოიხსნას, შევხედავთ, ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი კიდევ რით იყო დაკავებული ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

ამავე თემაზე:

„ხომ შეიძლება, პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? უხერხულია“ – ხაბეიშვილი სააკაშვილზე 

„სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს – 11 წელი გავიდა, აღარ არის საინტერესო“ – ხატია დეკანოიძე

ელისაშვილი: „თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე რომ გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე სააკაშვილის მხრიდან უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს სერიოზული აღარ არის“

კობახიძე: „სააკაშვილმა საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა მილიონობით ლარი.. ადამიანს ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული ჰქონდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g