LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს – 11 წელი გავიდა, აღარ არის საინტერესო“ – ხატია დეკანოიძე

123
IPN-ის ფოტოა: ხატია დეკანოიძე

„ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად „კლანთან“ დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევრო-ოპტიმისტების“ ლიდერმა, დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა და თქვა, რომ „ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს“.

დეკანოიძის მოსაზრებით, ამ ფონზე, წინა ხელისუფლებაზე საუბარი, მოქალაქეებისთვის აღარ არის საინტერესო.

ღარიბაშვილი: „ყოფილი ხელისუფლება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებსაც სწავლას ბიუჯეტიდან უფინანსებდა.. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ვასწავლეთ“

დეპუტატი ამ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და „ქართული ოცნება“ ყველა მათ სამარცხვინო ნაბიჯზე წინა ხელისუფლებას იხსენებს:

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პროცესი უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

„მოქალაქეებისთვის საინტერესოა ის, თუ საიდან იშოვა 40 ათასი ევრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ჩინოვნიკის არეალში, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, ან მის მამას საიდან ჰქონდა, რომელიც არის პენსიონერი. ტყუილად ხდება წინა ხელისუფლებაზე დაყრდნობა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ინიციატივა, რომ კენჭისყრის დროს დარბაზში არ შევიდეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთმანეთის ნდობა არ აქვს.

„პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ თანხა მის ფრენებზეც არის დახარჯული“ – კალაძე

„ეს ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს ერთმანეთის ნდობა და ძალიან ცუდად აისახება საქართველოს მოქალაქეების თვალში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც მისცემს იმპიჩმენტს ხმას, იგი მონაწილეობს ანტიდასავლურ პოლიტიკაში, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს“. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები