„სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და როცა თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს აღარც უხერხულია, აღარც სასაცილო და მით უფრო, სერიოზული არ არის“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე მოსაზრებით, გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე.
ელისაშვილის თქმით, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პრეზიდენტის ფრენებთან დაკავშირებული ხარჯები 11 წლის თავზე გაახსენდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვთ არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური ინტერესი.
„აქამდე ეძინათ და არ იცოდნენ, რომ 14 მილიონი იყო გაფლანგული?! ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო რესურსს „საგულაოდ“ იყენებდა და ქალებს და არა მხოლოდ ქალებს საკუთარი სიამოვნებისთვის დაატარებდა, ყველამ ვიცით.
ღარიბაშვილი: „ყოფილი ხელისუფლება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებსაც სწავლას ბიუჯეტიდან უფინანსებდა.. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ვასწავლეთ“
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეიდან, წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას გაორმაგებული სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.
სააკაშვილი ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებდი და ამიტომაც გულს მირევდა სახელმწიფოს რესურსების მიმართ მისი დამოკიდებულება.
არანაკლებად გულის ამრევია ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა – თან ნაცარს გვაყრის და გვეუბნება, რომ პენსიონერებს მუთაქაში 34 ათასი ევრო აქვთ გადაკეცილი ისე, ვითომც არაფერი – რა თქმა უნდა, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა.
ვართ ხალხი, რომელსაც არც სააკაშვილის ფადი შაჰობა მოგვწონდა და არც ირაკლი ღარიბაშვილის დაუფარავი მექრთამეობა მოგვწონს“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.