LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნიშნავს, რომ ძალადობა ოჯახში ჩადენილია“ – სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

722
basilashvili-1

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ყოფილი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ერთ-ერთი სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

“თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დას­რულ­და 9-სა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­სი, სა­დაც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხა­რე ითხოვ­და მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­უქ­მე­ბას.

სა­სა­მარ­თლომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი­სა და მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის და­სა­ცა­ვად გა­მო­ცე­მუ­ლი ყვე­ლა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ძა­ლა­ში და­ტო­ვა! შე­სა­ბა­მი­სად ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და!” – ნათ­ქვა­მია დო­რო­ყაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოცემული ყველა ექვსივე ორდერი ძალაში უნდა დარჩეს იმიტომ, რომ ის არის კანონიერი, ის ეხებოდა სამართლიან საფუძვლებს, რაც ნიშნავს, რომ ძალადობა ოჯახში ჩადენილია კონკრეტულად ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან და მისი მშობლების მხრიდან”, – განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი ყო­ფი­ლი რძლის მი­მართ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დედ-მა­მას ჰქონ­დათ გა­მო­წე­რი­ლი.

დღეს ბასილაშვილის ოჯახი განცხადების გააკეთებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g