LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე“ – ნეკა დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აიძულა კარიერა მიეტოვებინა

276
BeFunky-collage (2)

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ცესკო-ში მუშაობა ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნით შეწყვიტა.

ნეკა დოროყაშვილის თქმითვე, სწორედ ბასილაშვილმა აიძულა ის, მიეტოვებინა კარიერა.

“ქორწილამდე დეპრესიის გარეშე ვცხოვრობდი და არასდროს შევუწუხებივარ დეპრესიულ მომენტს”, – აღნიშნა დოროყაშვილმა და დასძინა, რომ დაქორწინებამდე ის და ბასილაშვილი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხვდებოდნენ. ამას გარდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი უმეტესად ტურნირებზე იმყოფებოდა, რის გამოც, მათ ერთმანეთის უფრო კარგად გაცნობა ვერ მოახერხეს.

ჩოგბურთელის ადვოკატის, თეონა გვაზავას კითხვაზე, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია თუ არა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზის მეჯვარე ერთ-ერთი პირი – ნარსია არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის არაფოტოგენური იყო, დაზარალებულმა უპასუხა, რომ – არა.

„მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს. წინაზეც აღვნიშნე, როცა ქორწილში კონკრეტული შინაარსის, კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, ნიკოლოზი მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

ადვოკატის კითხვაზე, მიწერა თუ არა მან დედამთილს, ნატალია ნაჭყებიას, რომ თუკი ნარსია იქნებოდა მეჯვარე, მას დეპრესია დაემართებოდა, დაზარალებულმა ასე უპასუხა: „არ მახსოვს ნატალიას რა მივწერე, მე ნამდვილად ვერ შევარჩევდი ვიღაცის მეჯვარეს”.

„ახლა გამახსენდა, ნიკოლოზს გადაწყვეტილი ჰქონდა ერთ-ერთი მეჯვარე ჰყოლოდა და ის შეცვალა, ეს გამიკვირდა. ნარსია ქალბატონი ნატალიას მეგობრის შვილი იყო, ნიკამ მითხრა, ის ბიჭი აღარ არის ჩემი მეჯვარე და ეს არისო, უბრალოდ გამიკვირდა, თორემ ნატალიასთვის რომ მეთქვა, დეპრესია მექნებაო, მსგავსი არ მახსენდება”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

„ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს თავის დაბადების დღეზე აჩუქა „ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ, როდის იქნება გადაწყვეტილება“ – ბასილაშვილის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g