“რაც შეგეხება შენ, თუ ამ ქვეყნად ვინმეს აზრი მეძვირფასება, შენ მათ შორის ნამდვილად ხარ და თუ რამე გაწყენინე პირადად შენ, და ცხადია უნებურად, დიდი ბოდიში საჯაროდ,” – ასე პასუხობს ნიკა გვარამია “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს, თამარ კორძაიას, რომლმაც საჯაროდ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ რუსთავი 2–ის აჟამინდელი დირექტორი პაატა სალია მისი ბიძაშვილია და მისი შეურაცხყოფა მისთვის მიუღებელია. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისთვის ქურდობის დაბრალებაზე პაატა სალია “ღიად და ადამიანურად” აგებს პასუხს.

“ბოდიში, თამუნა, მაგრამ ამაზე ღირს დავილაპარაკოთ. არ შევხებივარ არც ერთ მის მოძრაოვას, ვიდრე ღიად არ გამოვიდა და ქურდი არ მეძახა. მაგაზე უარესი ბილწსიტყვაობა ჩემ წინააღმდეგ არ არსებობს. გაცნობიერებულად რ2–ის ჯალათად რო წახვალ, არც ამაზე დაბლა დაცემა. ხოდა მოუწევს ახლა იმის გააზრება, რომ მორალურ ბარიერს დაბლაა, რ2–ის ჯალათად დარჩება, და პასუხსაც აგებს “გვარამიამ მოიპარა@ ტექსტებისთვის, მათ შორის, ღიად და ადამიანურად.

ჩემი სიმპატიებიც იმხელაა თქვენს მიმართ, თავად მიკვირს. ვერ დავიფიცებ, მაგრამ ეს ფაქტი რომ მცოდნოდა, მეტად ვეცდებოდი თავის შეკავებას. მართლა მნიშვნელოვნი მოტივია ჩემთვის, თამუნასთვის ანგარიშის გაწევა. თუმცა არ ვიცი, რამდენად გამომივიდოდა. კაცი ჩემ წინ ლაივ ჩართვაში გამოვიდა და ისეთი აბსურდები ილაპარაკა, ერთადერთი მოტივით, კაჭკაჭივით ეძახა, რომ მე რაღაც მოვიპარე, ჩემთვის ამაზე წითელი ნაჭრის აფრიალება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საერთოდ არ მინდოდა, ზოგადადაც, იმის თქმა, რაც ვთქვი. რამდენიმე საათის შემდეგ კიდევაც არ ვიტყოდი. ასე გამოვიდა, უბრალოდ, ჩართვა ჩართვას მიაბეს. არადა, საერთოდ არ შევხებივარ ტიპს, მილიარდ სისულელეს რომ აკეთებს წამში – თავის გაჭირვება ეყოფათქო. გამოდგა ასე და ჩემთვის პირადად დედის გინებაზე უარესი იქაქანა და იჭორავა. მე ქურდობის და კორუფციის მოგონილ ბრალდებას საჯარო მკვლელობის მცდელობად განვიხილავ, შეიძლება ვინმესთვის გასაკვირად, ოღონდ არა თქვენთვის, დარწმუნებული ვარ. და მაგას არც ივანიშვილს ვაპატიებ, არც მის დიქტორ პროკურირს და არც სალიას ან ვინმე სხვას.

თამუნასთან ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი, ნამდვილად არ მინდოდა მისი წყენინება.

რა ვიცი, რაც შემეძლო, ესაა. კიდე რომ გამოვა და ბინები მოიპარაო რომ იტყვის, იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცის რომ ასე არაა, ვეცდები ბრაზი ჩავიკლა.

თუმცა, რად მიჯდება სალიას ღია რიცხვით “ყველაფერი გამოიძიეთ” განცხადების პასუხად პროკურატურისთვის იმის მტკიცება, რომ არ მომიპარავს კომპანიისთვის, რომელშიც ლამის სიცოცხლე ჩავდე და მისით ვიცხოვრე შვიდი წელი, მაგის აღწერა ძალიან რთულია,”– წერს ნიკა გვარამია თამუნა კორძაიას “პოსტის” საპასუხოდ.

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები