LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უკრაინელი გოგონაც ვინმეს ესხმოდა თავს?“ – ალა პუგაჩოვა მარიუპოლში მცხოვრები პატარა კირას უმძიმეს ვიდეოს აქვეყნებს

26087
alla

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ალა პუგაჩოვა „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა. რუსული ესტრადის ვარსკვლავმა, რომელიც ამჯერად ისრაელშია, სოციალურ ქსელში პატარა უკრაინელი გოგონას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც უმძიმეს ისტორიებს ჰყვება.

პატარა კირა მარიუპოლიდან გვიყვება, როგორ ემალებოდნენ რუსული ჯარის სისასტიკეს სარდაფში, როგორ აფეთქდა მის წინ ჭურვი და როგორ დაინახა გარდაცვლილი ადამიანები.

რუსეთიდან წასული ალა პუგაჩოვა ისრაელში სამსახურს ეძებს

ალა პუგაჩოვა ისრაელში დიაბეტისა და გულის დაავადების გართულებით ჩაფრინდა – ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი, უცნობია

ალა პუგაჩოვა ამ ვიდეოს გამომწერებს უზიარებს და სტატუსს აქვეყნებს: „მე ხშირად ვესაუბრები ბავშვებს კეთილ ტელევიზიიდან, იმდენი ლამაზი საბავშვო ზღაპარია მოსაყოლი. ბავშვები არ უნდა გადიოდნენ ამ ჯოჯოხეთს . ეს უკრაინელი გოგონაც ვინმეს ესხმოდა თავს? არა“ – წერს ალა პუგაჩოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები