LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეშინიათ კარვების და ლეიბების“ – თაკო ჩარკვიანი

182
თაკო

„სწორი ვყოფილვარ როცა მითქვამს, რომ კარვები თავისი ატრიბუტიკით ანუ ლეიბებით უნდა დავყაროთ რუსთაველზე.

ჩემს ნათქვამს 2 წლის შემდეგ დაუპირისპირეს კანონის მიღება.

ეშინიათ კარვების და ლეიბების“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა  „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტით სწორედ ამ კანონპროექტის გადაფარვა უნდა.

„თუ შენ ამბობ, რომ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება გყავს, მაშინ ამას სერიოზულად უნდა მიუდგე და კარავიც უნდა დადგა და ლეიბიც.

ვარშავაში დრამატულ თეატრთან ისე დაყარა იქაურმა ინტელიგენციამ და ახალგაზრდობამ ლეიბები არავის არ უღლიცინია.

ჩვენთან თუ გვერდი არ გინდა გაგიცივდეს ოპოზიციონერი როცა ხარ, ასე არ გამოვა.

კარავიც გვჭირდება, მიკროფონიც და ლეიბიც“– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „დღის თემა“.

შეგახსენებთ, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მანამდე სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თაკო ჩარკვიანს მიმართა: „მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“ – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას : „თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ, ომბუდსმენი სცემეთ შუა ქუჩაში, აივნებზე ესროდით ხალხს – მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, ამ კანონში ლეიბებზე შეზღუდვები არ არის დაგეგმილი“

რომან გოცირიძე „ოცნებას“: თქვენ გეშინიათ კარვის, ელოდებით „კარვების რევოლუციას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g