LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში, იტალიასა და ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვმა მცირედით იკლო

540
BeFunky-collage (3)

მარტის შემდეგ პირველად, ესპანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 24 მარტიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

ესპანეთში ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღეების განმავლობაში პირველად, “კოვიდ 19”-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო ნიუ-იორკშიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 594 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კი, 4 159.

სულ ნიუ-იორკში კორონავირუსის 122 031 შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება იტალიაში.

Euronews-ის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში “კოვიდ 19”-ს 525 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 19 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ასევე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰოსპიტლებში იმყოფება და ვისაც ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება.

“გადავწყვიტე ზარალზე წავსულიყავი” – პიცერიის მფლობელმა თანამშრომლების გამო სესხი აიღო და ქველმოქმედების ტალღა ააგორა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g