LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეთერის გარეშე მათი დარჩენა იქნებოდა ჩემი პირადი ტრაგედია, რაც ამ კაცს და მის გუნდს აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში, საკუთარი გადაცემებით, სხვას არავის! არც დაიკვეხნოს არავინ” – ინგა გრიგოლია ვანო ჯავახიშვილზე

468
ინგავანო

“ვანოს შოუს” გუნდი “მთავარი არხიდან” “ტვ პივრელზე” ინაცვლებს. აღნიშნული ამბის გასაჯაროებას ორივე მხარის კომენტარები მოჰყვა. ჯერ ვანომ განაცხადა, რომ “ტვ პირველის” ეთერიდან გააცინებს მაყურებელს, შემდეგ მისმა ყოფილმა სამსახურმა გამოქვეყნებულ განცხადებაში წასვლის მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა. “მთვარაი არხის” განცხადებას კვლავ ვანოს კომენტარი მოჰყვა.

„სრული უნამუსობა და ბოროტებაა“ – ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმიანება

ფაქტს გამოეხმაურა “ტვ პირველის” ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიაც.

“ჩემი საყვარელი ვანო. არასოდეს არავის ისეთი ერთგული მაყურებელი არ ვყოფილვარ, როგორც ვანოსი და მისი გადაცემების. დიდი წარმატებები მთელ გუნდს და საუკეთესო სურვილები. ეთერის გარეშე მათი დარჩენა იქნებოდა ჩემი (და უამრავი მაყურებლის) პირადი ტრაგედია. მიყვარხარ! ვგიჟდები შენზე!

P.S. რაც ამ კაცს და მის გუნდს აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში, საკუთარი გადაცემებით, სხვას არავის! არც დაიკვეხნოს არავინ!”- წერს გრიგოლია.

მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა: ნანუკა ჟორჟოლიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g