იუმორისტი და ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მისი გადაცემა „მთავარ არხზე“ დაიხურა:
„მოგესალმებით, როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ს ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს “ტვ პირველის” ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს“ – წერს ვანო ჯავახიშვილი.