LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევერესტის დაპყრობის შემდეგ ორი მთასვლელი გარდაიცვალა – საცობი მწვერვალზე და ტრაგიკული ისტორია

1235
everesti maisi

ევერესტზე ორი მთასვლელი გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, ფერდობზე შექმნილმა საცობმა გამოიწვია.

ალპინისტმა ნირმალ პურჯამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს მწვერვალზე შექმნილი საცობი. მისი თქმით, ამ ადგილს “სიკვდილის ზონას” ეძახიან და ერთდროულად აქ 320-მა მთასვლელმა ერთდროულად მოიყარა თავი. შესაბამისად მთასვლელებს მწვერვალიდან დასაშვებად, საჭიროზე დიდი დრო დასჭირდათ. ამის გამო, ორმა მათგანმა პირველ ბანაკამდე ვერ მიაღწია.

55 წლის ინდოელი მთასვლელი ანჯალი კულარნი, მწვერვალის დაპყრობის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ის მეოთხე ბანაკთან ახლოს შექმნილ საცობში მოყვა. ამერიკელი მთასვლელი, 55 წლის დონალდ ლუნ ქეშიც ჯომოლუნგმადან დაშვებისას გარდაიცვალა, მან გონება ე.წ. სიმაღლის ავადმყოფობის გამო დაკარგა. მთასვლელი ნეპალის ექსპედიციის წევრი იყო.

 

ევერესტის სიმაღლე  8,848 მეტრია. ამ სიმაღლეზე სუნთქვისას მხოლოდ იმის მესამედ ჟანგბადს იღებთ, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება. ადამიანის ორგანიზმი ამ სიმაღლეზე სწრაფად „ინგრევა“. ადამიანების უმეტესობას აქ მხოლოდ რამდენიმე წუთის გატარება შეუძლიათ. შესაბამისად, ჟანგბადის ბალონის გარეშე მწვერვალზე ვერავინ ძლებს.

ჯგუფი, რომელშიც გარდაცვლილი მთასვლელი ანჯალი კულკამი იყო, აცხადებენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს მთასვლელის გადასარჩენად.

„ჟანგბადის საჭირო მარაგის მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა“ – აცხადებენ ჯგუფში.

მეორე გარდაცვლილის დონალდ ქეშის შვილებმა CNN-თან განაცხადეს, რომ მათი მამა ცხოვრების მთავარი მიზნის მიღწევის შემდეგ გარდაიცვალა.

„ბოლო მესიჯი, რომელიც მომწერა ასეთი იყო: საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ამ მთაზე ამოსვლა მოვახერხე, რომელსაც 40 წლის განმავლობაში შორიდან ვუყურებდი და ვსწავლობდი“, – განაცხადა მისმა ვაჟიშვილმა ტანერ ქეშმა.

მთასვლელების სხეული ევერესტზე დარჩება.

1922 წლიდან მწვერვალზე 200-ზე მეტი მთასვლელი გარდაიცვალა. მათი სხეულების უმეტესობა მყინვარის თოვლის ქვეშ დარჩა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ქართველმა მთასვლელმა ევერესტის დაპყრობა და მშვიდობიანად დაბრუნება მოახერხა. 55 წლის ავთანდილ ცინცაძე ინტერნაციონალურ ექსპედიციაში 2 აპრილს ჩაება, ბრიტანელ, სამხრეთკორეელ, ინდოელ და ნეპალელ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები