LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის თანამონაწილე“ – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე

47
BeFunky-collage (4)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდეს.

მათი განცხადებით, ეს მიმართულია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ.

„ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უკანონო და არაადამიანური პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

კერძოდ, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 531-მა დეპუტატმა, შვიდი წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

წინადადების თანახმად, „კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული, თუმცა უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები