LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი უკრაინაზე თავდასხმას გმობს – “დავაყენებთ კრემლის პასუხისმგებლობას”

132
P044606-354290

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დაწყებას Twitter-ზე ეხმაურება.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთან, უდანაშაულო ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისკენაა მიმართული, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და ეშინიათ მათი სიცოცხლისთვის. ჩვენ კრემლს პასუხისმგებლობას დავაყენებთ,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები