LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს: ვოლოდიმირ ზელენსკი

82
ზელენსკი

„ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს“, – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო სამუშაოს საკუთარი ნაწილი უკრაინამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს.

„დღეს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს – ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ამ განცხადების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს იმავეს, რასაც ომის მეხუთე დღეს გაწევრიანების განცხადებაზე ხელმოწერა ნიშნავდა.

კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და ჩვენი გაწევრიანების გზას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს. ეს გზა სწრაფად უნდა გადავლახოთ. გავხადოთ სამუშაოს ჩვენი ნაწილი სრულყოფილი, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში მიიღონ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენთვის ისეთივე სწრაფად და კონსოლიდირებულად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g