LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს

43
BeFunky-collage (1)

ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს.

ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში დახმარების მოცულობა 18 მილიარდ ევრომდეა.

„მხარდაჭერა უაღრესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით, საპროცენტო ხარჯების დაფარვით, ასევე ხელს შეუწყობს უკრაინის რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მიერ მიმდინარე სამუშაოები უკრაინას დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული მხარდაჭერის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები